კახა კოჟორიძე - დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

 

სპეციალიზაცია: უძრავი ქონება, სახელშეკრულებო სამართალი, დელიქტური სამართალი, სამოქალაქო და ადმინისტაციული საპროცესო სამართალი, ადამიანის უფლებები.

კახა კოჟორიძემ სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში (LSE), სადაც სწავლობდა ბრიტანეთის მთავრობის            დაფინანსებით (Chevening Programme). მანამდე, 2005 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი. 2005-2006 წწ  სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე.

კახას აქვს 16 წლიანი წარმატებული პროფესიული კარიერა. 2015-2018 წწ იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. 2006 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2007-2014 წწ მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) სხვადასხვა პოზიციაზე - იყო ადვოკატი, შემდეგ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი, ხოლო 2012-2014 წწ ზედიზედ ორჯერ არჩეულ იქნა საიას თავმჯდომარედ. კახა კოჟორიძე ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სასამართლოს რეფორმირების საკითხზე მომუშავე 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის თავმჯდომარე; კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტრენინგებს უტარებდა ადვოკატებს. 


კახას კოჟორიძეს წარმოებაში აქვს არაერთი მნიშვნელოვანი და გახმაურებული საქმე, მათ შორის თბილისის საავიაციო ქარხნის საქმე (დავის საგნის ღირებულება 70 000 000 USD), ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავა (დავის საგნის ღირებულება 30 000 000 USD), ფონდი კონსტანტას საქმე (დავის საგნის ღირებულება - 12 000 000 ლარი). იგი ასევე მუშაობს სახელმწიფოს მიერ მიყენებული  ზიანის ანაზღაურების საქმეებზე (ფოთის გემთსაშენის საქმე, საგურამოს ექსპერიმენტალური მეურნეობა და სხვა). გარდა აღნიშულისა, კახა კონსულტაციას უწევს რამდენიმე მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციას სახელშეკრულებო და სხვა სამართლებრივი საკითხებზე.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული